ალბათ ერთხელ მაინც ყოფილხარ, ისეთ გამოუვალ სიტუაციაში, როდესაც არ იცი თუ რა აჩუქო მამაკაცს. ის შეიძლება იყოს შენი მეგობარი, ძმა, ქმარი ან მამა. ეს პროცესი, ძალიან ჰგავს გამოცანების გამოცნობას, სადაც თითქოს პასუხი ვიცით, მაგრამ რაც უფრო მეტად ვაკვირდებით თავსატეხს, ჩვენი დაბნეულობაც ერთი-ორად იმატებს. და მაინც, რა ვაჩუქოთ კაცს?
ხანდახან გვგონია, რომ ქალები და კაცები სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, როდესაც საქმე სურვილებსა და საჩუქრებს ეხება. თუმცა ჩვენი საყვარელი ადამიანები - ქმრები, შეყვარებულები, მეგობრები, მშობლები თუ ძმები - ნებისმიერ შემთხვევაში დააფასებენ ჩვენს შრომას და შერჩეული საჩუქრითაც აუცილებლად გახარებულები დარჩებიან.
ვთანხმდებით, რომ მამაკაცის საჩუქარი რთული ასარჩევია. მნიშვნელობა არ აქვს ჰობის შეარჩევ, თუ მის საყვარელ ყოველდღიურ საქმიანობას დაუკავშირებ, მთავარია, რომ ჩვენი შერჩეული საჩუქარი, ადრესატის ცხოვრების სტილთან თუ გემოვნებასთან მაქსიმალურად ახლოს იყოს. არჩეულმა ნივთმა, ადამიანის ყოველდღიურობა უნდა გაამარტივოს, გაახალისოს.
თუ აქამდე გამოგვყევი და კითხვა გააგრძელე, თამამად შეიძლება ითქვას რომ ძალიან გაგიმართლა, რადგან დანების ონლაინ მაღაზია KNIFE-ის მეშვეობით, უშუალოდ კონკრეტულ ნივთებსა და პროდუქტებთან ერთად, რამდენიმე საჭირო რჩევასაც მოგაწვდით. თუ კითხვას გააგრძელებ, ვფიქრობთ, ნამდვილად შეძლებ ამოხსნა ფაზლი: რა ვაჩუქოთ მამაკაცს? და როგორ შევარჩიოთ ორიგინალური საჩუქარი?
სანამ რაიმე დანის ყიდვის კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებ, უნდა გავარკვიოთ საჩუქრის ადრესატის ცხოვრების სტილი და ჰობი, რათა მაქსიმალურად სწორად ავარჩიოთ საჩუქარი. დანები ხომ, კატეგორიებად იყოფა? მაგალითად:
- სამზარეულოს დანა
- სალაშქრო დანა
- საკოლექციო დანა
- ხელნაკეთი დანები
- სასოფლო-სამეურნეო დანები